ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ სატელეფონო საუბრისას.
ფილმი, რომელიც ომის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებთან პუტინის ურთიერთობას ასახავს, ეთერში ორშაბათს საღამოს გავა.
„რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, თუ რაღაც ამდაგვარი“, – ციტირებს ჯონსონს პუტინის სიტყვები.
ხანგრძლივი სატელეფონო საუბარიგასული წლის თებერვალში შედგა და პუტინის კომენტარი კი ჯონსონის გაფრთხილებას მოჰყვა, რომ რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა.
”ვფიქრობ, რომ მისი [პუტინის] ძალიან მშვიდი ტონიდან გამომდინარე, იმ განყენებული პოზიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა, მან უბრალოდ ითამაშა ჩემს მცდელობებზე, ის მოლაპარაკებებზე წამომეყვანა” – თქვა ყოფილმა პრემიერმა.
ჯონსონი ასევე ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტისთვის გაეგებინებინა, რომ უკრაინა მალე არ შეუერთდება ნატოს და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შეჭრა რუსეთის საზღვრებზე “მეტ ნატოს და არა ნაკლებ ნატოს” ნიშნავდა.
მან თქვა: ბორის, შენ ამბობ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში. რას ნიშნავს უახლოესი მომავალი?“ და მე ვუთხარი: “კარგი, ის არ აპირებს ნატოში შესვლას განჭვრეტად მომავალში. შენ ეს კარგად იცი“.
უცნობია, რამდენად სერიოზული იყო პუტინის მუქარა, მაგრამ წარსულში დიდ ბრიტანეთში განხორციელებული რუსული თავდასხმების,( მათ შორის სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში), რუსეთის ლიდერის მხრიდან ნებისმიერი მუქარა, სავარაუდოდ, სერიოზულად იქნა მიღებული ჯონსონის მიერ, ამბობენ BBC-ის კორესპონდენტები.