“ბირთვული საფრთხე ფსიქოლოგიური ომია. კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ რა არის წარსული და რა მომავალი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის ფსიქოლოგიურად მანიპულირებს და ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ იარაღში, ვიდრე კლასიკური ომის წარმოებაში.
მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე, უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი გამოდგა. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვული საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა უკრაინა ასევე მცდარი აღმოჩნდა“
თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია Info France 2-თან საუბრისას.