პუტინმა ბუჩას გენოციდზე პასუხისმგებელ დანაყოფს “გვარდიელის საპატიო წოდება” მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში გენოციდზე პასუხისმგებელ 64-ე დანაყოფს “გვარდიელის საპატიო წოდება” მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ, UNIAN-ი ავრცელებს.

განკარგულებაში აღნიშნულია სამხედრო პერსონალის  “გმირობა და გამბედაობა, რომლებიც იცავდნენ კრემლის სახელმწიფო ინტერესებს უკრაინაში გენოციდის მოწყობით, დიდია”.