“პუტინმა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება” – სააკაშვიის წერილი რუს უფლებადამცველს

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ  ის  პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ექსპრეზიდენტის წერილს მარკ ფეიგინი ავრცელებს.

„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდიხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, – წერია წერილში.

წერილს  ფეიგინიც ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ “არაფერს ვიზამთ სააკაშვილი მოკვდბეა”.

  • „მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის გამოგზავნილი წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერს არ ვიზამთ, მოკვდება მიხეილ ნიკოლოზის ძე”, – წერს ფეიგინი.