”რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა 15 სექტემბრამდე დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავების ბრძანება გასცა. ფრონტის ამ სექტორზე საომარი მოქმედებები გაძლიერდება”- ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, დამპყრობლების მიზნები არ შეცვლილა, რასაც დონეცკის მიმართულებით მათი აქტიურობა მოწმობს.
„არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინმა გასცა ბრძანება 15 სექტემბრამდე „აეღოთ“ დონეცკის ოლქი. ანუ მათ დარჩათ ორი კვირა. ეს ნიშნავს, რომ დამპყრობლები აქტიურდებიან და უკვე გააქტიურდნენ გარკვეული მიმართულებით“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა დასძინა, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს დონბასში, კერძოდ, ბახმუტთან, ავდიივკასთან, ვუჰლედართან, მარინკასა და სხვა ქალაქებთან. პარალელურად რუსები ხარკოვსა და ნიკოლაევს ურტყამენ.