უკვე სავსებით გასაგებია, რომ რუსეთმა მარცხი განიცადა. ჩვენი შეფასებაა: რუსებს არ შეუძლიათ კიევის დაპყრობა. მან [პუტინმა] ვერ მიაღწია და ვერ მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს, რომელიც მთელი უკრაინის დამორჩილებას გულისხმობდა. ჩვენ ვხედავთ უკრაინას, რომელსაც შეუძლია მყარად იდგეს , რომელიც ავითარებს თავის ეკონომიკას, ჯარს. ვითარება ბრძოლის ველზე იქნება ძალიან მძიმე ამერიკის დამატებითი მხარდაჭერის გარეშე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინელების მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და გვგონია, რომ კონგრესი საბოლოო ჯამში ამას გააკეთებს
განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.