პუტინმა ზელენსკის გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის პირით გადასცა, რომ მოლაპარაკება და “ურთიერთობების განბლოკვა“ უნდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსიმ განაცხადა, რომ გვინეა–ბისაუს ლიდერმა, უმარუ სისოკუ ემბალომ, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა კრემლთან მოლაპარაკების შემდეგ, მას რუსეთის ხელისულების დანაბარები გადასცა.

“მან მითხრა, რომ რუსეთს ხიდების აღდგენა უნდა. ბატონ პრეზიდენტს უფრო საფუძვლიანად ვაჩვენე, ჩვენთან რა ხდება.

მე ვუთხარი: იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შორის ხიდები არსებობდეს, საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ ამ ორი სახელმწიფოდან ერთში. მაშინ, ჩემი აზრით მომავალში შეიძლებოდა გველაპარა. მეორე საითხია, ვისთან შეიძლება ლაპარაკი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა ის არის, რომ ურთიერთობები უნდა განიბლოკოს… მოდით დავიწყოთ განბლოკვა, მინიმუმ ჩვენი შავი ზღვით“ –თქვა ზელენსკიმ.

ემბალო პირველი აფრიკელი ლიდერია, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ესტუმრა.