იმისათვის, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჯაჭვის ყველა რგოლი შეასრულებს ამ ბრძანებას, იმიტომ რომ კარგად ესმის, ერთი უარიც კი იმ ხუთიდან, ვინც ჯამში ღილაკს ხელი უნდა დააჭიროს, ეს იქნება დაუმორჩილებლობის სიგნალი და პუტინის ფიზიკური განადგურებაც კი. ამიტომაც, სანამ არ არის დარწმუნებული, რომ ყველა შეასრულებს, ის ამ ბრძანებას არ გასცემს.
ძალოვანებში დიდი გაურკვევლობაა, არ არის რწმენა, რომ პუტინი 3 თვეში ისევ იქნება ძალაუფლებაში, ამიტომაც ისინი ვერ მიიღებენ პუტინის გარანტიას , რომ ის მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ხრისტო გროზევი, Bellingcat–ის ხელმძღვანელი, გამომძიებელი ჟურნალისტი