რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს პირადი სარგებლობისთვის რუსული წარმოების მანქანა აჩუქა. ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
დაკონკრეტებული არაა მანქანის მარკა და მოდელი. სახელმწიფო მედია ამბობს, რომ საჩუქარი 18 თებერვალს მიიღო მისმა დამ, ასევე პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა.
Reuters წერს, აღნიშნული საჩუქარი შესაძლოა გაეროს სანქციების დარღვევა იყოს.
როგორც KCNA წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ “პუტინისადმი კიმ ჩენ ინის მადლიერება თავაზიანად გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი უმაღლეს ლიდერებს შორის განსაკუთრებული პირადი ურთიერთობების აშკარა დემონსტრირებას ემსახურება”.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ყურადღებით აკვირდება. მისივე თქმით, გაეროს სანქციები ფხენიანის მიმართ კრძალავს პირდაპირ თუ ირიბად სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებას, გაყიდვას ან გადაადგილებას, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ძვირადღირებული მანქანების ჩათვლით.