პუტინმა მოიპარა ტერიტორიები, მოიპარა რუსეთი! – ბათუმში, უკრაინელებმა, რუსებმა და ბელარუსებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელმა, რუსმა და ბელარუსმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა აქციაზე განაცხადეს რომ პუტინის რეჟიმმა მათ, მომავალი წაართვა. აქციაზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს. აქციის მონაწილეებმა პუტინის პლაკატზე წარწერები გააკეთეს:„შენ ჩვენი შვილების მომავალი მოიპარე“, „მკვლელი და ქურდი“.

”გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, საქართველოს, შესაძლებლობის დაკარგვა ძალიან მარტივია და დაბრუნება ძალიან ძნელია. რუსეთში პუტინს ქურდს ეძახიან. მან მოიპარა უკრაინის, მოლოდოვას, საქართველოს ტერიტორიები. პუტინმა ჩემი ქვეყნა რუსეთი მოიპარა. პუტინმა მოიპარა ბელარუსი ერთი ბანდიტისთვის, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს უფრო ხმამაღლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს, რომ პუტინის მოსმენისას შენ იქცევი ადამიანად, რომელიც თანამშრომლობს დამნაშავესთან. პუტინი დამნაშავეა. ლუკაშენკო დამნაშავეა, მსოფლიოს ყველა დიქტატორი დამნაშავეა! და ისინი ოდესმე დაისჯებიან.”- განაცხადა ბათუმში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.