უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვი დატოვა და ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაიში გადაჰყავთ.
“ჩვენ უკვე გვაქვს მონაცემები, რომ პუტინი ტოვებს მოსკოვს. ის ვალდაიში მიჰყავთ” – აცხადებს წყარო გამოცემასთან.
პუტინის პრესსამსახურმა დმიტრი პესკოვმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ პუტინი „კრემლში მუშაობს“.
თუმცა, უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ რადარის მონაცემებს, რის მიხედვითაც პუტინის ბორტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა ტელეგრამ არხებზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა პრემიერმინისტრ მიშუსტინის თვითმფრინავიც.
გავრცელებული ინფორმაციითვე, ქვეყანა დატოვა ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა.