პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შედის და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თუ ამ დროის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

“შეთანხმება ამ ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ორი ქვეყნის პასპორტი ჰქონდეთ. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და სამხეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე მიიღონ “. – წერს რუსული მედია.