“გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები აპირებენ თავდასხმას მომავალ კვირას, მომდევნო დღეებში. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, რომელშიც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის გეგმებზე ხმამაღლა და კიდევ ერთხელ არა იმიტომ, რომ გვსურს კონფლიქტი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ გავაქარწყლოთ ყველა მიზეზი, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გასასამართლებლად მოჰყავს და შევაჩეროთ . არ დაუშვათ შეცდომა. თუ რუსეთი მის გეგმას გაჰყვება, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები კატასტროფულ და უაზრო ომზე. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ დავიცვათ NATO-ს ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას”.
ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა.