პუტინმა უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში ჯარი და შეიარაღება გაგზავნა

რუსეთმა უკრაინის მოსაზღვრე კურსკის რაიონში ჯარი, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები გაგზავნა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ავრცელებს.

მისი თქმით, “თავდაცვის სამინისტროს დიდი რაოდენობით პერსონალი, დამატებით საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები” უკვე ჩავიდა და ჩადის რეგიონში.

“ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი რეგიონის მცხოვრებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,– აცხადებს გუბერნატორი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკვე არაერთხელ განცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან დაიბომბა კურსკი ოლქის დასახლებები.