რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დონეცკის და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკებიდან“, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიდან დაობლებული ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიცემის შესახებ. შესაბამისი დოკუმეტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოჩნდა.
პუტინის ბრძანება შეეხება ასევე ბავშვებს, რომლებიც მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩნენ, ასევე ქმედუუნარო მოქალაქეებს უკრაინის ჩამოთვლილი რეგიონებიდან.
რუსეთის სახელმწიფო უწყებებს განცხადებით მოქალაქეობის მიღების შესახებ შეუძლიათ მიმართონ ბავშვების მეურვეებმა, ვისაც რუსული პასპორტი ან უკრაინული მოქალაქეობა აქვთ, ან დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების პასპორტი. ამის უფლება ასევე აქვთ უმეურვეოდ დარჩენილ და ობოლ ბავშვებზე მზრუნველ დაწესებულებებს, რომლებიც ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეს ან ხერსონის ოლქებში მდებარეობს, ასევე სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალური დაწესებულებების ხელმძღვანელებს.