პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. ამის შესახებ პუტინმა, კრემლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით,უკრაინის ოთხი  რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეერთება არის „მილიონობით ადამიანის არჩევანი“, რომლებსაც აქვთ „საერთო ისტორია“ რუსეთის ფედერაციასთან. მისი თქმით, ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიიჟის ობლასტის მაცხოვრებლები რეფერენდუმების შემდეგ “სამუდამოდ გახდნენ რუსეთის მოქალაქეები”.