პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა  საომარი მდგომარეობის რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში გამოაცხადა. ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.