რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ძალები მოიყვანონ განსაკუთრებულ მზადყოფნაში.
“NATO-ს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ აგრესიულ კომენტარებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის მეთაურს გადაიყვანონ რუსეთის არმიის შემაკავებელი საბრძოლო მზადყოფნის შესრულების განსაკუთრებულ რეჟიმში” – თქვა პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უკანონოა.
CNN-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, შემაკავებელი სტრატეგიული ძალები „მიზნად ისახავს შეაჩეროს აგრესია რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე აგრესორის დასამარცხებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით“.