რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, FSB-ის საგარეო სამსახურის უფროსი, სერგეი ბესედა და მისი მოადგილე, ანატოლი ბოლიუხი შინაპატიმრობაში გადაიყვანა. პუტინი მათ წარუმატებელ დაზვერვაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას DilyMail-ი ავრცელებს.
მიზეზებს შორის დასახელებულია ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება და ცუდი სადაზვერვო ინფორმაცია.
მე-5 განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტია, რომელიც უცხოური დაზვერვის ფუნქციას ასრულებს. სწორედ მე-5 განყოფილება იყო პასუხისმგებელი, რომ უკრაინაში შეჭრამდე პუტინისთვის პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.
როგორც სხვადასხვა გავლენიანი უცხოური მედიები წერენ, “როგორც ჩანს, ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ პუტინი, მიხვდა, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს, ლიდერის გაბრაზების შიშით, უბრალოდ ამარაგებდნენ იმ ინფორმაციით, რომლის მოსმენაც თვითონ უნდოდა”