პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა

პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია შესაბამისი თხოვნით მან გერმანიის თავდაცვის მინისტრს უკვე მიმართა და მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

ვიცე-ადმირალის გადადგომას წინ უძღოდა მის მიერ გაკეთებული განცხადებები ანექსირებულ ყირიმსა და საქართველოზე. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “პატივისცემას იმსახურებს” ხოლო კიევი ყირიმს მოსკოვიდან ვერასდროს დაიბრუნებს. გარდა ამისა მან ასევე  განაცხადა, რომ “უკრაინა ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოს ალიანსში მიღება კი ჭკვიანური არაა”.

“დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა ალიანსის ის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“, – განაცხადა გერმანელმა ვიცე-ადმირალმა რამდენიმე საათის წინ.