უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ პუტინს მოლაპარაკება მხოლოდ დროის მოსაგებად ჭირდება და უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს მას ამის შესაძლებლობა მისცეს. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს “გადააგოროს“ კრიზისი, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა:
“უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობის შემდეგ პუტინთან მოლაპარაკების საკითხი დახურულია. ეს არის უკრაინის პრეზიდენტის, ასევე ნაციონალური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება.
მოლაპარაკებები რუსეთს ძალების მოკრებისთვის ჭირდება.
პუტინმა შექმნა სიტუაცია,საიდანაც საუკეთესო გამოსავალი თავად პუტინის პრეზიდენტის პოსტიდან გადაგდებაა.
ეს ყველას აწყობს: უკრაინასაც, დასავლეთსა და თავად რუსებსაც.
იმის საფრთხე, რომ მობილიზაციით წაგიყვანენ და უკრაინაში დაიღუპები, ან საფრთხე, რომ ბირთვული აფეთქების ცეცხლში დაიწვები, უფრო პრობლემურია,ვიდრე პოლიტიკური კრიზისი რუსეთში.
კრემლმა აირჩია გზა,რომლის ბოლოს უფსკრულია.
პუტინი მისი ცხოვრების მთავარ კრახს სიცოცხლის მერვე ათწლეულში განიცდის. აპირებდა კიევი 3 დღეში აეღო, და უკვე დამარხა მისი რეგულარული არმია უკრაინაში ისე,რომ დონეცკის ოლქიც ვერ აიღო.
ის ყველაფერზე წავა, რის უფლებასაც მისცემენ.
ამ კრახში დამნაშავეებს კონკრეტული გვარები ექნებათ, და მათი თავები უკვე ცვივა.
რუსეთის მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ “სპეცოპერაციის“ დაწყებისას შეიძლებოდა მხოლოდ აგერჩია პუტინის მხარე, ან საღი აზრი და შორიდან გედევნებინა თვალი მოვლენებისთვის.
თუმცა, “სპეცოპერაცია“ უკვე ყველას კარზე აკაკუნებს, ომში გაწვევის ბარათებს გადასცემს და სვატოვოში მიჰყავს სასიკვდილოდ.
რუსები ბუჩქებში ჯდომას ვეღარ შეძლებენ. პუტინმა იმდენად აწია ფსონები, რომ ათეულ ათასობით მობილიზებულის სიცოცხლე მარტივად გაქრება უგზო–უკვლოდ.
რეპრესიებს დაექვემდებარება ყველა ის, ვისაც უნდა უზრუნველეყო ბელადის მთელი ცხოვრების ტრიუმფი, მაგრამ ეს დავალება ჩააგდო. ასევე შედარებით ერთგულებიც. პუტინს არ აქვს შანსი ეს სიტუაცია გადააგოროს“.– ამბობს არესტოვიჩი.