“პუტინს და რუს სამხედროებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ” – აცხადებს, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. განცხადება მან, ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფმა ტრუდომ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთმა და კანადამ დიდი წვლილი შეიტანეს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბუჩასა და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ საფლავებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა, რათა ვლადიმირ პუტინს, მის მხარდამჭერებს და რუს სამხედროებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეებზე, რომლებიც ჩაიდინეს და ახლაც სჩადიან უკრაინაში”. – თქვა ტრუდომ.