აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, პუტინს უთხრა, რომ მისი დღის წესრიგი არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ამერიკელი ხალხისთვისაა.
“სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მინდა პრეზიდენტ პუტინს ესმოდეს, რატომ ვამბობ რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და როგორ ვუპასუხებთ სხვადასხვა ქმედებას, რომელიც ამერიკის ინტერესებს აზიანებს. მე პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის და არავის საწინააღმდეგო, ის ამერიკელი ხალხისთვისაა”,– თქვა ბაიდენმა.
დღეს ჟენევაში პუტინსა და ბაიდენს შორის შეხვედრა გაიმართა.