“პუტინს მხოლოდ ორი არჩევანი ექნება” – ვადიმ დენისენკოს მოსაზრება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განცხადა, რომ უკრაინაში რუსების საომარი მოქმედებების გააქტიურების ახალი მცდელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ორი გამოსავალი დარჩება: კონფლიქტის გაყინვა ან მობილიზაცია.

„ახლა მათ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ. ჩვენ გვესმის, რომ აღჭურვილობა ახლა კონცენტრირებულია ყირიმის რეგიონში, გვესმის, რომ 19 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განლაგებულია ხარკოვის რეგიონში…

მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს წარუმატებლად დასრულდება, პუტინს ექნება მხოლოდ ორი არჩევანი: ან პირობითად, გაყინოს კონფლიქტი და ისაუბროს მოლაპარაკების პროცესზე, ან გამოაცხადოს პირდაპირი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში“, – თქვა დენისენკომ Unian-ის ცნობით.

მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს კვლავ ეშინია მობილიზაციის გამოცხადების და იმედოვნებს, რომ კიდევ ერთ გარღვევას მიაღწევს.