“ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს სურვილი, დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გადაგვიწერა გუშინ პუტინმა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991-დან მოყოლებული და 2008 წლის გავლით ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია.

დღეს დავიწყებ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან და ვფიქრობ, ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზოციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცმად”

წერს პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.