“ძვირფასო უკრაინელებო. 3 დღის წინ ზელენსკი კლოუნი მეგონა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მას სამყაროში ყველაზე დიდი კვერცხები აქვს. გარდა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ძუკნაა, ის შეშინებული და სასაცილოა. მას აქვს ძალიან ძალიან პატარა პენისი, პაწაწინა პენისი.
მე მრცხვენია ჩემი მშიშარა მთავრობის, ქვეყნის, რომ არ მოვიდა დასახმარებლად დაუყოვნებლად. მართლა ძალიან მრცხვენია. ვფიქრობ, რომ მთელი დასავლეთი უნდა დაგეხმაროთ, როგორც შესაძლებელია, დღეს ღამით. მინდა, ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვუთხრა, მიყვარხართ, მამაცები ხართ და სრულ თავისუფლებას იმსახურებთ, რადგან თქვენ ევროპელი ხალხი ხართ, ევროპის ნაწილი ხართ. გადაწყვეტილება ჩემზე რომ იყოს, ჩვენი ნაწილი იქნებოდით.
მივმართავ ჩემს რუს მკითხველსა და მეგობრებს, გთხოვთ, ახლავე იმოქმედეთ, თქვით, რასაც გრძნობთ. შეაჩერეთ ეს გიჟი დიქტატორი! ჩუმად ყოფნა არ შეგიძლიათ. რუსო მკითხველო, თუ ჩემი წიგნები მოგწონთ, გთხოვთ, პატივი ეცით თავისუფლებას, შეაჩერეთ ეს უაზრო ომი!”
ამბობს ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი ვიდეომიმართვაში.