რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უცხოურ ვიზიტებში ყოფნისას თან ახლავს დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც მის ფეკალიებს და შარდს აგროვებს. ასეთი ზომა საჭიროა იმისათვის, რომ საზღვარგარეთ არ გაიგონ ინფორმაცია რუსეთის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოა. მასალას ამის შესახებ ფრანგული Paris Match აქვეყნებს.
ჟურნალისტების ინფორმაციით მცველი, რომელიც პუტინის ფეკალიებს და შარდს ჩემოდანში აგროვებს, მას თან ახლდა 2019 წელს საუდის არაბეთში. ასევე, ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იგივე თანამშრომელი პუტინს თან ახლდა 2017 წელს საფრანგეთში ვიზიტისას. ის პუტინს საპირფარეშოში მუდმივად დაჰყვებოდა.
ჟურნალისტების თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ პუტინის ბიომასალის ნიმუშები სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ხელში არ ჩაუვარდეთ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაიგონ