პუტინს ყველაზე მეტად ყირიმის დაკარგვის ეშინია – მაიკლ მაკფოლი

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი თვლის, რომ პუტინს ყველაზე მეტად ყირიმის დაკარგვის ეშინია

მისი თქმით, საომარი მოქმედებების ნახევარკუნძულზე გადატანა და მისი შემდგომი დაკარგვა პუტინის რეჟიმისთვის საფრთხის შემცველი შედეგი იქნება.

“ვფიქრობ, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია ყირიმის დაკარგვაა. მას ეშინია ომის ყირიმში გადატანა, შენს ქვეყანაში და არა მის ქვეყანაში. სწორედ ამის ეშინია ყველაზე მეტად, რადგან ეს ძირს გამოუთხრის რუსეთში  მისი ომის ლეგიტიმურობას. ჩვენ ვერ ვხედავთ გაბედულ კაცს, რომელიც გამოწვევას უგზავნის დასავლეთს – ჩვენ ვხედავთ მხდალ კაცს, რომელსაც ეშინია დასავლეთის. უნდა შევიგნოთ, რომ არ უნდა გვეშინოდეს პუტინის, შეგვიძლია თამამად გავუგზავნოთ მას ნებისმიერი გამოწვევა და საბოლოოდ განდევნოთ ,” –მან თქვა.