უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიისას პროცესი სწორად და გონივრულად მიდიოდა, რამაც სხვა ქვეყნების მსგავს შედეგებს აგვაცილა.
მისი თქმით, შეიძლება ამას გამარჯვება დაერქვას.
,,ბატონო გიორგი, თქვენმა დღევანდელმა მოხსენებამ უფრო თვალნათელი გახადა, რომ პროცესი ამ ჟამიანობის დროს სწორად, გონივრულად, სწრაფად მიდიოდა და ამან მოიტანა შედეგი, რასაც შეიძლება, ამ ეტაპისთვის, გამარჯვება დავარქვათ. აგვაცილა იმ შედეგებს, რასაც ვხედავდით სხვა ქვეყნებში და ამისთვის ბარაქალა ყველა თქვენგანს, აღარ ჩამოვთვლი ყველას, დროს დავზოგავ. მართლაც არის თავდაუზოგავი შრომა ამაში გაწეული”,- თქვა ნუკრი ქანთარიამ.