„ქართული ოცნების” ფაქტობრივად, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწევა, რუსეთს უკვე, ფაქტობრივად, ისეთი შეგრძნება მისცა, რომ საქართველო არის მისი მეგობარი სახელმწიფო და რეალურად, ერთმანეთის მიყოლებით, ერთი დღის განმავლობაში, გაკეთდა ქვეყნისათვის უკიდურესად საშიში განცხადებები – ლუკაშენკოს, ლავროვის , ბჟანიას. ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს უკვე მისი გავლენის სფეროდ, რომლის საბაბი და საშუალებაც ივანიშვილის ოლიგარქიულმა და არაფორმალურმა მმართველობამ მისცა. საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე მოიყვანა საქმე, რომ რუსეთი მეგობრად აღგვიქვამს. ეს არის პირდაპირ დანაშაული და რუსეთის საქართველოზე ზემოქმედების ახალ-ახალი მცდელობებისა და ბერკეტების მოპოვებას ნიშნავს.
საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა ასეთი რბილი, წყალწყალა განცხადება. თუ სად იქნება მოლაპარაკება, ეს არაა მთავარი, სად გვთავაზობენ ესაა მთავარი – ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის დამცირება საქართველოსი და საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ პასუხი უნდა იყოს მაცრი და ადეკვატური ტონით,“
ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს.