ჟინვალთან მიკროავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა 2 ადამიანი

ჟინვალთან, მცხეთა-სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.