ჟიჟილაშვილის და სანაიას გადაცემა “პოლიტმეტრი” 3 ივლისიდან ტელეკომპანია ფორმულაზე გავა

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია გადაცემა “პოლიტმეტრს” მათ არხზე 3 ივლისიდან წაიყვანენ.  გადაცემა ეთერში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 21:00 საათზე გავა.

„წამყვანები ისევ მე და ვახო სანაია ვიქნებით. „პოლიტმეტრის“ ისევ ის გუნდი მოამზადებს, რომელიც 2011 წლიდან ქმნიდა გადაცემას. „პოლიტმეტრი“ საზოგადოებრივ პოლიტიკური პროექტია, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარე ანალიზით დაკავდება“, – აცხადებს ჟიჟილაშვილი ფორმულასთან საუბარში.

ჟიჟილაშვილმა და სანაიამ “პოლიტმეტრის” პროდუსერებთან და ჟურნალისტებთან ერთად “ტელეკომპანია პირველი” 12 ივნისს დატოვეს. ამის მიზეზად მათ ხელძღვანელობის ხედვებთან შეუთავსებლობა დაასახელეს.