”ამაზე არაერთხელ ვისაუბრე – ეს არის ევროკავშირის ღირებულებების ფუნდამენტური დარღვევა, სიძულვილი, თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ახლა რასაც ვხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური არხის ლიდერი ციხეშია. ეს მსგავსია იმისა, რაც რუსეთში მოხდა, სამწუხაროდ, არაფერი განსაკუთრებული აქ საქართველოსთვის არ არის. ეს პოსტსაბჭოური დაავადებაა – დემოკრატიის იმიტაცია, არჩევნების იმიტაცია, ყველაფრის იმიტაცია, რასაც დემოკრატიას ეძახიან. მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა და სწორედ ეს მოხდა, როცა ძალაუფლებაში პუტინი მოვიდა. თავდასხმები ოპოზიციაზე – პირველ რიგში, მათ ოპოზიცია გაანადგურეს – მანიპულაციები არჩევნების დროს, თავდასხმები მედიაზე და ეს ის გზაა, რომელსაც ქართული ოცნება მიჰყვება, იგივე პოსტსაბჭოური სიტუაცია”
ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოცემა ON.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.