ბრიტანეთის საელჩოს თბილისში პუტინისტური ჯგუფების ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი განცხადებით, ჟურნალისტებზე ძალადობა საქართველოს რეპუტაციას აზიანებს.
“თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.
მოვუწოდებთ ხელისუფლების შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”,– წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.