მედიასაშუალების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ კიდევ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რითიც ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
დღეს, პატიმრობა შეეფარდა ძალადობრივი ჯგუფების კიდევ 4 წევრს. სასამართლო განიხილავდა TV პირველის ოპერატორსა და ჟურნალისტზე, ასევე ”მთავარი არხის” ოპერატორის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეებს. 8 ივლისს ასევე პატიმრობა შეეფარდათ ტაბულას, რუსთავი 2-ის, მთავარი არხის და ნიუპოსტის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს.