ჟურნალისტები არიან ჩვენი მოკავშირეები, დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს – კარლ ჰარცელი

”ჟურნალისტები არიან ჩვენი მოკავშირეები, დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს ”-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ამ დღის აღსანიშნად, ევროკავშირი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

”დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ ‘ინფოდემიას’ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი.”-განაცხადა ჰარცელმა.