წაიკითხეთ 12-ვე რეკომენდაცია. იქ მედიის თავისუფლების შესახებ ნათლად წერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ლიეტუვას კარგად ახსოვს ჟურნალისტი, რომელმაც გორბაჩოვის მიერ გამოგზავნილი ტანკებისგან გადაგვარჩინა. მაშინ მეც სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ვიყავი. ეს იყო ჟურნალისტიკისა და მედიის თავისუფლების მაგალითი. მათ ნათლად გადმოსცეს გორბაჩოვის რეჟიმის სისასტიკე. ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ. თქვენ გაქვთ საშუალება დასავლეთისკენ წახვიდეთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ეს არის გზა სამოთხისკენ. არ მესმის რატომ არ უნდა წავიდეს საქართველო ამ გზით?!

– განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.