ჟურნალისტთა ყოფილ სახლს ანგრევენ, ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. ისტორიული შენობა “ქართული ოცნების” ოფისი იყო და მისი დემონტაჟი მაშინ მოხდა როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა. შენობის დიდი ნაწილი ამჟამად უკვე დანგრეულია.
ისტორიული შენობის დემონტაჟზე მერიამ ივანიშვილს ერთხელ უარი უთხრა, მოთხოვნას არ ახლდა საექსპერტო დასკვნა და დასაბუთება, – მაგრამ ეს დოკუმენტაცია არ დასჭირვებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ნგრევა დაეწყო.
“მისი საძირკვლები შეისწავლა ვინმემ?არქე3ოლოგიური კვლევა ჩატარდა? ნებართვა გვანახონ. ივანიშვილი როგორც ექცევა საქართველოს და ამ ქვეყანას ზუსტად ისე ველურად და ქედმაღლურად და ბარბაროსულად იქცევა. ამას ვხედავთ ერეკლეს მოედანზე.” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.