ჟურნალისტი და პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.