ჟურნალისტი,ბუბა ჩივაძე, რომელიც ქუთაისის მერიიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა, კლინიკაში გადაიყვანეს.
ბუბა ჩივაძეს თქმით, პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. თუმცა მას ხელზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც მისი თქმით, დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა მიაყენა.
„ამ დრომდე ხელზე აღმენიშნება დაზიანება, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ იყო მოყენებული. სამი გადასხმა გამიკეთეს, ვიყავი უგონო მდგომარეობაში“, – განაცხადა ბუბა ჩივაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 5 აპრილს,ქუთაისის მერის კაბინეტში ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო, ის ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდა. მედიის წარმომადგენლის თქმით, მას შენობაში შესვლის და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლედნენ. შიმშილობის დაწყების შემდეგ, ბუბა ჩივაძე მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.