სროლა იყო ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა.
“მთავარის” ინფორმაციით, ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ 7 კაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის ხელმძღვანელი – რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა.
თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.