რაგბის კავშირში სროლა იყო – დაჭრილია ერთი ადამიანი

სროლა იყო ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა.

“მთავარის” ინფორმაციით, ვიცე პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ 7 კაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის ხელმძღვანელი – რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა.

თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.