ორშაბათი, 16 სექტემბერი , 2024, 22:58

რადამ დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ცნობილია, რადამ კულებას გადადგომის საკითხი “სასწრაფოდ გადადო”.

უცნობია რა გახდა დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზი.

4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. მის გადაწყვეტილებას კი  მმართველ პარტიაში უმიზეზო უწოდეს.

დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებს.