რადამ უკრაინაში რუსეთის ეკლესიის საქმიანობა აკრძალა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობას კრძალავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შესაბამის კანონს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30 დღეში.

კანონში ჩაწერილი გარდამავალი დებულების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 9-თვიანი ვადა მიეცემა, რათა მან მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირები გაწყვიტოს.

მიღებული კანონით, უკრაინაში იკრძალება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა.

2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე რიგი სასულიერო პირები ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფაზე უარი თქვეს.