უკრაინის რადას დეპუტატის, ოლგა სტეფანშინას მეუღლე ჩერნიგოვთან დაიღუპა. ამის შესახებ სტეფანშინამ Facebook-ზე დაწერა.
“ჩემი საყვარელი ქმარი, ბოგდანი, 30 მარტს ჩერნიგოვის მახლობლად რუსული ჭურვის შედეგად დაიღუპა, როდესაც ხალხის გადარჩენას ცდილობდა. ჩვენს შვილებს დავუკავშირდები. ძალიან მტკივა. ნაბიჭვარი ომი”,– წერს დეპუტატი.
სტეფანშინა მე-9 მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი და პარტია “ხმის“ წევრია.