”რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ თქვენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ჩვენ 1986 წელს ხომ ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი. მსხვერპლები. უნდა გახსოვდეთ ნათება დანგრეულ ენერგობლოკზე. უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ არ უნდა იყოთ ჩუმად. უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გახვიდეთ ქუჩაში და ილაპარაკოთ, რომ გსურთ სიცოცხლე. გსურთ სიცოცხლე დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის სადაა რუსეთი, რადიაციამ არ იცის სადაა თქვენი ქვეყნის საზღვრები. “

განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  და რუსეთის მოსახლეობას მიმართა.