რადიკალური ბატალიონის ბაზა იყო – ლავროვი მარიუპოლის სამშობიაროზე

ფოტო გადაღებულია 9 მარტს, დაბომბილ მარიუპოლის სამშობიაროში, დაშავებული ფეხმძიმე ქალი შენობას ტოვებს

“რადიკალური ბატალიონის ბაზა იყო” – აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიაში განაცხადა, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

“პირველად არ გვესმის პათეტიკური შეყვირებები ე.წ. სიმხეცეების შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო წარმოდგენილი ჩვენი დელეგაციის მიერ, რომ ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია დაკავებულია ბატალიონი “ოზოფისა” და სხვა რადიკალების მიერ, საიდანაც გამოაგდეს ყველა ორსული, ექთნები, პერსონალი. ეს ულტრა-რადიკალური ბატალიონის “ოზოფის” ბაზა იყო. ეს მონაცემები წარდგენილი იყო სამი დღის წინ. ამიტომაც დასკვნები გააკეთეთ თვითონ”, – განაცხადა ლავორვმა.