„რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ტაქტიკას, სამწუხაროდ, ისინი არ იცვლიან დღის წესრიგს. ასეთი რადიკალური და დესტრუქციული ჯგუფები ყელში ამოუვიდა ჩვენს საზოგადოებას და მოსაბეზრებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. დამიჯერეთ, პარტნიორების თვალში ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ჩვენ თავს გვჭრიან, რადგან მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ნაბიჯებით სურთ მოქმედება.
იმდენად დაბნეულები და არეულები არიან, რომ ყველაფერს კადრულობენ და ამიტომ არის, რომ ჩვენი საზოგადოება ეუბნება უარს და თავი აქვთ მოჭრილი ქვეყნის შიგნით და ასევე, საერთაშორისო დონეზე ყელში ამოუვიდათ ჩვენს პარტნიორებს მუდმივი შეხსენება იმისა, რომ დამარცხებულმა უნდა აღიაროს გამარჯვებულის მოგება”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იმედის ეთერში.