”ჩვენი ხალხი ყოველდღე ხედავს, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რეალურად რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე. მათი ყველა უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა.

ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი ეს უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ, საქმე და ვემსახუროთ ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება, მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ. ჩემთვის საინტერესო ნამდვილად არ არის, რას გეგმავენ”.

განაცხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ჟურნალისტებთან საუბრისას.