“ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს მხარდაჭერის გამოსახატავად ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ. რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ის რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს.
სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და რომ იტყვიან, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება, რაც 2008 წელს ვერ აარიდეს ქვეყანას. ასევე გვახსოვს კარგად, როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი, გავახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გახსოვთ, მაშინ საფრანგეთის საგარეო მინისტრი ჩამოსული იყო, მიატოვა კაცმა და აჩვენა მთელს ერს სირცხვილი, საკუთარი მხდალი სახით. მთელს მსოფლიოს თავი დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. ეს, მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს”
თქვა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.